ანჯეი დუდა პოლონეთის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშივარშავა
ვარშავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანჯეი დუდამ, რომელმაც მაისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, პოლონეთის კონსტიტუციაზე ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. პოლონეთის ახალი პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოვალეობის შესულებას ხუთშაბათს გამართულ პარლამენტის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე შეუდგა.  

ანჯეი დუდამ ბრონისლავ კომოროვსკის მოუგო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 24 მაისს გაიმართა. მან ხმათა 51,55% მიიღო. 

პოლონეთის ეროვნული კრების — სეიმისა და სენატის ერთობლივი საზეიმო სხდომა ევროპული დროით 10:00 საათზე დაიწყო.  

ახალმა პრეზიდენტმა პოლონეთის კონსტიტუციაზე ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. სეიმის დეპუტატებისა და სენატორების, მთავრობის წევრების, უცხოურ სახელმწიფოთა ელცების თანდასწრებით, ანჯეი დუდამ დაიფიცა, რომ იქნება „კონსტიტუციის ერთგული, მტკიცედ დაიცავს ხალხის ღირსებას, ქვეყნის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას“. 

მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტრბი: ბრონისლავ კომოროვსკი, ალექსანდრ კვასნევსკი და ლეჰ ვალენსა. 


ყველა ახალი ამბავი
0