თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე ფიდეს ახალ რეიტინგში ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა და თავის აქტივში 2529 ქულით, ამჟამად მერვე ადგილი უჭირავს.
მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეების რეიტინგის სათავეში ხოუ იფანია (2673). ჩინეთის წარმომადგენელს რეიტინგში პირველი ადგილი უკვე ექვსი თვეა უჭირავს. მეორე ადგილზე ინდოელი ხამპი კონერუა (2583), ხოლო მესამეზე ისევ ჩინელი — ჯუ ვენჯუნი (2558).
უძლიერესი მოჭადრაკეების ოცეულში მოხვდა სამი ქართველი გოგონა: ბელა ხოტენაშვილი (16), ლელა ჯავახიშვილი (19) და ნინო ბაციააშვილი (20).
მამაკაცებს შორის ლიდერი კვლავ მანგუს კარლსენია. მის ჩათვლაში 2844 ქულაა და უახლოეს მოწინააღმდეგეს — ვლადიმირ კრამნიკს 43 ქულით უსწრებს. მამაკაცთა შორის ერთადერთი წარმომადგენელი ბაადურ ჯობავა 69-ე ადგილზეა რეიტინგში და 2673 ქულა აქვს.