თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანს მამუკა გორგოძეს საფრანგეთის ჩემპიონატში (ტოპ-14), „ტულონსა“ და „სტად ფრანცს“ შორის გამართული მატჩის დროს ცხვირი გაუტეხეს, იტყობინება პორტალი RUGBY365.
„ტულონის“ რიგებში მოთამაშე გორგოძე მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს, რადგან ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. მედიკოსთა თქმით, სისხლდენა მატჩის შემდეგაც გაგრძელდა, რაც სავარაუდოდ იმაზე მეტყველებს, რომ მას ცხვირი აქვს გატეხილი. საბოლოო დიაგნოზს გორგოძეს დეტალური გამოკვლევის შემდეგ დაუსვამენ.
ამავე დროს შეხვდერა „ტულონის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 23:16, რამაც საშუალება მისცა გუნდს ცხრილში მეოთხე ადგილზე დარჩენილიყო.
გორგოძე „ტულონში“ 2014 წლიდან თამაშობს. მანამდე ცხრა სეზონის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი „მონპელიეში“ თამაშობდა.