თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველის სამხედროების მიერ არასრულწლოვნებზე შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, შეიძლება ცენტრალურ აფრიკაში დაზარალებულ არასრულწლოვანებს შეხვდნენ, — განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ომარ ბეგოიძემ.
ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულებმა, ჯერ კიდევ 2014 წელს მოუთხრეს გაეროს წარმომადგენლებს გაუპატიურებებზე, რომლის მსხვერპლნიც ისინი გახდნენ უცხოელი სამხედროების მხრიდან, ამასთან სამმა მათგანმა ქართველ სამხედროებზე მიუთითა. ეს ინფორმაცია 29 იანვარს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რად ალ ჰუსეინმა (Zeid Ra’ad Al Hussein) გაავრცელა.
„მას რაც ნათქვამია გაეროს კომისრის განცხადებაში, მე არ შემიძლია მტკიცებულება ვუწოდო, რადგან ეჭვმიტანილები არ არიან. ერთი კვირის წინ, როცა წინასწარი ჩანაწერი მივიღეთ, მოვითხოვეთ გადმოეგზავნათ დოკუმენტები რომ საქმეს გავცნობოდით, თუმცა აქამდე არაფერი მიგვიღია… ჩვენ ვთხოვეთ გაეროსა და ევროკავშირს დაგვეხმარონ გამოძიების პროცესში. ალბათ დაზარალებულებთან შეხვედრაც დაგვჭირდება“, — განუცხადა ორშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბეგოიძემ „კვირის პალიტრას“.
მისი თქმით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წყლისა და საჭმელის სანაცვლოდ „სექსუალური მომსახურების შეთავაზება“ ხშირად ხდება. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქართველი სამხედროების დაკითხვა.
ქართველი სამხედროები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას 2014 წლის ივლისიდან იღებენ.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველ სამხედროებან დაკავშირებული სკანდალის გამოძიების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 6 ჩინოვნიკი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.