ქართულ-სომხური თანამშრომლობის ახალი მიჯნა

© Пресс-Служба МО РАთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი სომხეთში ორ მეზობელ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებისკენაა მიმართული. ვიზიტის ფარგლებში ხიდაშელი სომხეთის მაღალი რანგის პირებს შეხვდება.

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინიტრების — თინათინ ხიდაშელისა და სეირან ოჰანიანის მიერ 2016 წელს ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე ხელშეკრულების გაფორმება ამ სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპად იქცა, — წერს „Sputnik სომხეთი“

შეთანხმება მოიცავს მშვიდობისმყოფლობის, სამხედრო განათლების, პროფესიული მომზადებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სფეროებში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას. 

თავაზიანობის ვიზიტი

სომხეთის სახელმწიფო მართვის აკადემიის რეგიონული კვლევების ცენტრის ექსპერტს ჯონი მელიქიანს მიაჩნია, რომ სომხეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტუმრობა — ეს თავაზიანობის ვიზიტია.

 

ამასთან ის ყურადღებას ამახვილებს, რომ თინათინ ხიდაშელი სომხეთში ბრიუსელის ნატოს მინისტერიალისა და თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვითი უწყებების ხელმძღვანელების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ჩავიდა. ამით თბილისს სურს დაგვანახოს, რომ ამ ყველაფრის გარდა არსებობს სომხეთთან თანამშრომლობის ფორმატიც, რომელსაც, მიუხედავად შეზღუდვებისა, ასევე აქვს გაღრმავების შესაძლებლობები. 

ვიზიტი ხორციელდება ქვეყანაში, რომელსაც დიდი დიასპორა ჰყავს საქართველოში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი.  ხიდაშელის ვიზიტისა და შეხვედრების გრაფიკის მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საკითხები მხოლოდ თავდაცვითი სფეროთიკი არ ამოიწურება, არამედ პოლიტიკურ ასპექტებსაც ითვალისწინებს. 

„ამ ვიზიტს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ვუკავშირებ, რომელზეც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ — რომლის წარმომადგენელიც გახლავთ ხიდაშელი — საქართველოში მცხოვრები სომხების ხმები დაბევება სურს. და ამ ვიზიტმა უნდა წარმოაჩინოს, რომ სომხეთთან ურთიერთობა კარგ დონეზეა და გარკვეულად ვითარდება კიდეც“, — მიაჩნია მელიქიანს.

 

ერევნის შეხვედრა გერმანიაში შეთანხმდა

იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით ეწვეოდა ერევანს, გერმანიაში გაცხადდა 2015 წლის ნოემბერში. მაშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოჰანიანმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ იმსჯელეს ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიის, „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ წევრი-ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფორმატში. 

ხიდაშელისა და ოჰანიანის შეხვედრა პირველი არ ყოფილა. ისინი ნატოს ბრიუსელის მინისტერიალზეც შეხვდნენ 2015 წლის 24-25 ივნისს. მოგვიანებით სომხური დელეგაცია საქართველოსაც ეწვია თავდაცვის მინისტრის მოადგილის, დავიდ ტონოიანის ხელმძღვანელობით.

სომხურ-ქართული ურთიერთქმედება ნატოს თალფაქქვეშ

ბრიუსელში, საქართველოსა და სომხეთში ორმხრივი შეხვედრებისას პრიორიტეტულ მიმართულებებად გამოიყოფოდა თავდაცვის სამინისტროების სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა. 

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
ხიდაშელი: საქართველო სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის მზად არის

თავის მხრივ, სომხური მხარე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში იყვნენ დაჭრილები, სომხეთის სარეაბილიტაციო ცენტრებში კურსის გავლა სთავაზობდა. 

ერევანი - Sputnik საქართველო
საქართველო და სომხეთი ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ

მთლიანობაში სომხეთსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა მეტწილად ნატოს პროგრამების ფარგლებში ხორციელდებოდა. 

გავიხსენოთ მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები AgileSpirit 2015, რომელიც გასული წლის 8 ივლისს დაიწყო ვაზიანის სამხედრო ბაზაზესაქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. სომხური მხარე მასში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. 

სომეხი სამხედრო მოსამსახურეები ნატოს პარტნიორი და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მხარდამხარ პერიოდულად გადიან ზაფხულისა და ზამთრის მოსამზადებელ კურსებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ასევე ნატოს პროგრამის Partnershipfor Peace ფარგლებში. 

ქართველი ინსტრუქტორებისგან მსმენელები ითვისებენ საბაზო კურსს, სწავლობენ ყინულოვან მასივზე და მთებში გადაადგილების მეთოდებს და ასევე სხვადასხვა წინაღობების გადალახვას. 


ყველა ახალი ამბავი
0