საქართველო და სომხეთი ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას სამხედრო თანამშრომლობის შესახებ

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინათინ ხიდაშელის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია 2016 წელს ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი კვირას სომხეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. იტყობინება Sputnik Армения ადგილობრივ თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.

ერევანში თინათინ ხიდაშელი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს, პრემიერ-მინისტრს ოვიკ აბრამიანს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს ედვარდ ნალბანდიანს და თავის სომეხ კოლეგას სეირან ოგანიანს შეხვდება. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილია გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერება 2016 წელს ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას. 


ყველა ახალი ამბავი
0