იან კელი: აშშ-ის პატივისცემა ქართველი სამხედროებისადმი ურყევია

გამოწერა
ელჩის თქმით, აშშ-ის პატივისცემა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ უცვლელია, იმისდა მიუხედავად, რა შედეგებს დადებს გამოძიება ქართველი სამხედროების შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ცენტრალური აფრიკის მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურების საქმეში.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პატივისცემა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ უცვლელია, იმისდა მიუხედავად, რა შედეგებს დადებს გამოძიება ქართველი სამხედროების შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ცენტრალური აფრიკის მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურების საქმეში, — განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ. 

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
ქართველმა სამხედრომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მცხოვრებლები შანტაჟში დაადანაშაულა
   

გოგონებმა, რომლებიც თავებს დაზარალებულებად ცნობენ, ჯერ კიდევ 2014 წელს უამბეს გაეროს წარმომადგენლებს, რომ უცხოელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მათზე იძალადეს. მათგან სამმა ქართველ სამხედროებს დაადო ხელი. აღნიშნული ინფორმაცია 29 იანვარს გაავრცელა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდრაად ალ ჰუსეინმა. 

„მოხარული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრმა გამოძიების სიზუსტესა და დამნაშავეების დასჯის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქართველ სამხედროებს და მათ წვლილს საერთაშორისო  მშვიდობაში. რა თქმა უნდა, დასანანი იქნება, თუ რამდენიმე სამხედრო დამნაშავე გამოდგება, თუმცა ეს ვერაფერს აკლებს ჩვენს უდიდეს პატივისცემას ქართველი სამხედროებისადმი“, — განუცხადა იან კელიმ "რუსთავი 2"-ს. 

შეგახსენებთ: გაეროს წარმომადგენლის განცხადების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოძიების დასრულებამდე საქმიანობას ჩამოაშორა ყველა ის პირი, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც იყო 2014 წლის ფაქტების გამოძიება. 


ყველა ახალი ამბავი
0