ტურისტებისთვის ყველაზე საშიში ქალაქები ლათინურ ამერიკაშია

© photo: Sputnik / Александр Краснов / გადასვლა მედიაბანკშიკარნავალი რიო-დე-ჟანეიროში
კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე საშიში 50 ქალაქიდან 41 ლათინურ ამერიკაშია.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ტურისტებისთვის ყველაზე საშიში ქალაქების უმრავლესობა ლათინური ამერიკის ქვეყნებშია. ესენია მექსიკა, კოლუმბია, სალვადორი, გვატემალა და ვენესუელა, სადაც ადგილობრივ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები რეგულარულად ხდება, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოცემა Telegraph-ზე დაყრდნობით.

ექსპერტებმა წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობების შესახებ მონაცემები გააანალიზეს ისეთ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 300 ათასს ჭარბობს.

ყველაზე საშიში ქალაქების სიაში პირველ ადგილზეა კარაკასი (ვენესუელა), სადაც 2015 წელს ყოველ 100 ათას მოსახლეზე 120 მკვლელობა მოხდა. მეორე და მესამე ადგილებზე რეიტინგში სან-პედრო-სულა (ჰონდურასი) და სან-სალვადორია (სალვადორი).

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიო რეიტინგებში

მეოთხე ადგილზეა მექსიკური ქალაქი აკაპულკო, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს ყველაზე საშიშ ადგილთა ხუთეულში ხვდება. მიუხედავად ამისა, ქალაქში ბევრი ტურისტი ჩადის როგორც თავად მექსიკიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. ხუთეულს ვენესუელის ქალაქი მატურინი ასრულებს.

რეიტინგში შესულ სხვა საშიშ მექსიკურ ქალაქებს შორისაა კულიაკანი, ტიხუანა, სიუდად-ვიქტორია და სიუდად-ობრეგონი.

გარდა ამისა, რეიტინგში მოხვდა სამხრეთ აფრიკის ქალაქები: კეიპტაუნი, დურბანი, იოჰანესბურგი, ასევე იამაიკის დედაქალაქი კინგსტონი.

ყველა ახალი ამბავი
0