თბილისში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnikგადაუდებელი დახმარების სამსახური 112
გადაუდებელი დახმარების სამსახური 112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისმა ტალღამ აივნის მოაჯირი და კორპუსის მოპირკეთების ნაწილი მოანგრია. მეზობელ ბინებში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისის გარეუბანში — ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისმა ტალღამ აივნის მოაჯირი და კორპუსის მოპირკეთების ნაწილი მოანგრია. მეზობელ ბინებში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.ნამსხვრევებმა სახლის წინ გაჩერებული ავტომობილიც დააზიანა.

ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
გლდანში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია, სახანძრო სამსახური და „ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლები.

როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი დგინდება. წინასწარი ვარაუდით, აფეთქება ქურიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0