გლდანში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© FB / KazTransGazTbilisiბუნებრივი აირი
ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ აფეთქების ხმები შემოესმათ, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის გაჟონვა გახდა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. გლდანის მე–6–ე მიკრორაიონში ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი აფეთქების შედეგად ჩამოინგრა, დაიღუპა ორი ადამიანი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სამშაბათს, 14 ივლისს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ოთხი ადამიანი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების ხმები შემოესმათ, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის გაჟონვა გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0