ენმ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების საწინააღმდეგო პლაკატისთვის დააჯარიმეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშები
საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის წარმომადგენლობა ბანერისთვის „არა გაზპრომს“ 1 ათასი ლარით დაჯარიმდა.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის წარმომადგენლობა საქართველოს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების საწინააღმდეგო ბანერისთვის, რომელიც ოფისის აივანზე შაბათს გამოფინეს, 1 000 ლარით დაჯარიმდა.

საქართველოს მთავრობა „გაზპრომთან“ რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც „ნაცმოძრაობის“ უკმაყოფილებას იწვევს. ყოფილი მმართველი პარტია ქვეყნის მასშტაბით ატარებს აქციას „არა გაზპრომს“, „არა ივანიშვილის ოცნებას“.

 „ეს შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მასზე ნებისმიერი ბანერის გაკვრა აკრძალულია. რაც შეეხება იმას, რომ არ გავუფრთხილებივართო, დილით ვიყავით 11:00 საათზე გადასულები, 5 წუთის საქმე იყო, რომ ჩამოეხსნათ მანდ ბანერი და მიუხედავად ამისა, არ ჩამოხსნეს და საღამოს 04:00 საათისთვის მხოდა საჯარიმო ოქმის დაწერა“, — განუცხადა ჟურნალისტებს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად წაქაძემ.

საქართველოს სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
ნუგზარ წიკლაური: „გაზპრომთან“ შეთანხმება ივანიშვილის ინტერესებშია

ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ ჯარიმა უსამართლოდ დაეკისრათ და ეს შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია.

 “წარწერა „არა გაზპრომს“ დაჯარიმდა 1000 ლარით, ხოლო რამოდენიმე თვის უკან იგივე ფასადის დაზიანება და ისტორიული ძეგლის ნუსხაში შეტანილი კარების ჩამოღება — მხოლოდ 50 ლარიანი ჯარიმით. ეს არის შერჩევითი სამართლის ძალიან ტიპიური ფორმა“, — განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა გიორგი თევდორაძემ.

ქუთაისში „ნაცმოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა 21-22 ოქტომბრის ღამეს მოხდა. იმ ღამეს თავდასხმა მთელს საქართველოში ენმ-ის კიდევ 9 ოფისზე განხორციელდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ თავდასხმების უკან მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დგას.


ყველა ახალი ამბავი
0