თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. მაშველებმა კინემატოგრაფისტების 30-კაციანი ჯგუფის გადარჩენა შეძლეს. ისინი მაღალმთიანი მესტიის რაიონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, იუწყება კვირას საქართველოს შსს.
გადამღებმა ჯგუფმა ფილმის გადაღება ოთხი დღის წინ დაასრულა და უკან წამოსვლას აპირებდა, მაგრამ კალადან უშგულისკენ მიმავალ გზაზე ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ჯგუფი უშგულიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაშველები გზის გაწმენდის შემდეგ კინემატოგრაფისტებთან ავტომობილებით ავიდნენ და ისინი მესტიამდე გააცილეს.