თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე პრეტენდენტი ილიას ზუროსი თბილისში ჩამოვიდა, იუწყება ქართული მედია.
სავარადოდ, ზუროსი სუპერ ლიგის მატჩებს დაესწრება და ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წევრებს შეხვდება.
მედიაში ორი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა კალათბურთის ნაკრებს ბერძენი სპეციალისტი ჩაუდგეს სათავეში. მაშინ სკფ-ში აცხადებდნენ, რომ ზუროსთან ერთად სხვა კანდიდატურებიც განიხილებოდა.
ზუროსი, რომელსაც მარტში 50 წელი უსრულდება, საბერძნეთის ნაკრების მწვრთლენად მუშაობდა და 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი დაიკავა.
საქართველოს კალათბურთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც იური კოკოშკოვმა გასული წლის დეკემბერში დატოვა პოსტი. ქართველები სწორედ კოკოშკოვის მწვრთნელობის პერიოდში გავიდა ევროპის ჩემპიონატზე (2011წ.), რის შემდეგაც ორჯერ მიიღეს მონაწილეობა კონტინენტთაშორის პირველობაზე.