საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოწინააღმდეგის ვინაობა გაარკვია

© photo: Sputnikსაქართველოს კალათბურთის ნაკრები
საქართველოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესარჩევ ტურნირში, რომელიც 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე გაიმართება, 27 ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას რომელთაგან 11 კონტინენტურ პირველობაზე კვალიფიცირდება.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik.ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში საქართველოს კალათბურთის ნაკრები "F" ჯგუფში შეხვდება მონტენეგროს, სლოვაკეთის და ალბანეთის ნაკრებებს, იტყობინება ევროპის საკალათბურთო ასოციაციის ვებ გვერდი.

საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრა პარასკევს მიუნხენში გაიმართა.

შესარჩევ ტურნირში, რომელიც 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე გაიმართება, 27 ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას რომელთაგან 11 კონტინენტურ პირველობაზე კვალიფიცირდება. კვალიფიკაციის მონაწილეები შვიდ ჯგუფად არიან დაყოფილი: ექვსი ჯგუფი ოთხ გუნდად და ერთი ჯგუფი სამ გუნდად. ევრობასკეტ 2017-ის საგზურს მიიღებენ ნაკრებები, რომლებიც ჯგუფებში პირველ ადგილზე გავლენ ასევე 4 გუნდი მეორე ადგილზე გასულთაგან საუკეთესო მაჩვენებლით. 

ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულია ALL-STAR-ის სამეულში ვერ მოხვდა

ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის გარანტიები უკვე მიიღეს ფინეთის, რუმინეთის, ისრაელის, თურქეთის (როგორც მასპინძელი ქვეყანა), ესპანეთის და ლიტვის (როგორც ევრობასკეტ — 2015 —ის ფინალისტები), ხორვატიის, ჩეხეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, სერბეთის გუნდებმა. 

შესარჩევი ჯგუფები:

ჯგუფი А: ბელგია, ისლანდია, შვეიცარია, კვიპროსი


ყველა ახალი ამბავი
0