ზაზა ფაჩულია ALL-STAR-ის სამეულში ვერ მოხვდა

© facebook.com/NBA.Georgiaზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ALL-STAR-ის მატჩზე სამეულში მოხვედრის შანსი პირველად ჰქონდა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს და „დალას მავერიქსის“ მოთამაშე ზაზა ფაჩულიას, რომელსაც მიზნამდე 14 228 ხმა დააკლდა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. NBA ALL-STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად გამოცხადდა. ხმის მიცემის საბოლოო შედეგები  NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერთა რიცხვმა 200 ათასს მიაღწია
ALL-STAR-ის მატჩზე სამეულში მოხვედრის შანსი პირველად ჰქონდა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს და „დალას მავერიქსის“ მოთამაშე ზაზა ფაჩულიას, რომელსაც მიზნამდე 14 228 ხმა დააკლდა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
ზაზა ფაჩულია 768,112 ხმით მეოთხე ადგილზე გავიდა.
პირველ ადგილზე 1 891 614 ხმით Kobe Bryant, მეორე ადგილზე 980 787 ხმით Kevin Durant ხოლო მესამე ადგილზე 782,339 ხმით Kawhi Leonard გავიდა.

ხმის მიცემის პროცედურა თბილისის დროით 19 იანვარს, 08:59 საათზე დასრულდა. ხმის მიცემა მიმდინარეობდა NBA-ს ოფიციალური ვებგვერდით, "ფეისბუქით", "ტვიტერით", "გუგლ პლუსით" და "ინსტაგრამით".

შუალედური შედეგების მიხედვით რომელიც 14 იანვარს გამოქვეყნდა, ფაჩულია 299 584 ხმით მე-8-ე ადგილს იკავებდა.
NBA All Star 14 თებერვალს კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0