თბილისის აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი "ლავას ოღლი" დააკავეს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქე მინდია გ. მეტსახელად — "ლავას–ოღლი“ მოლდოვაში 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. საქართველოში მას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ედება ბრალი.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოლდოვის რესპუბლიკიდან დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავას ოღლი" დააკავეს, იტყობინება შს სამინისტრო

ფილმი  კანონიერი ქურდი - Sputnik საქართველო
„პრაიმ კრაიმი“: კანონიერი ქურდების სიაში ქართველები ლიდერობენ

საქართველოს მოქალაქე მინდია გ. მეტსახელად — "ლავას–ოღლი“ მოლდოვაში 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. საქართველოში მას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ედება ბრალი. ესენია: ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, ყაჩაღობის მომზადება, და მუქარა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე — გურამ ა., მეტსახელად „ლავას ოღლი“) 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარებულ იქნა რა „კანონიერ ქურდად“, დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ: წარსულში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ მათ უკრაინიდან დეპორტირებულ „ლავას ოღლის“ 2014 წელს საქართველო–თურქეთის საზღვრის გადაკვეთაში შეუწყეს ხელი. აღნიშნული ბრალდებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0