თურქეთში გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქული მედიის ცნობით, საჰირ შარიპოვსა და ემა შარიპოვას ყელი გამოჭრილი ჰქონდათ, ელნაზი კი გაგუდული იყო.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თურქეთში გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია, ისინი მარნეულის მკვიდრები არიან, იუწყება ქართული მედია. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
თურქეთში სამი ქართველის ცხედარი იპოვეს

სასტიკად მოკლულ 56 წლის ემა შარიპოვას, 46 წლის ელნაზ შარიპოვასა და ერთ-ერთი გარდაცვლილის 19 წლის შვილიშვილს საჰიპ შარიპოვს მარნეულში დღეს გადმოასვენებენ.

ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. თურქული მედიის ცნობით, საჰირ შარიპოვსა და ემა შარიპოვას ყელი გამოჭრილი ჰქონდათ, ელნაზი კი გაგუდული იყო.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ბინაში ქალბატონის, მამაკაცის და 7 წლის ბავშვის ცხედრები იპოვა, სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად კი მხუთავი აირით გაგუდვა სახელდება. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

 

ყველა ახალი ამბავი
0