თურქეთში სამი ქართველის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / michael fomichev / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ბინაში ქალბატონის, მამაკაცის და 7 წლის ბავშვის ცხედრები იპოვა, სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად კი მხუთავი აირით გაგუდვა სახელდება.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, სამართალდამცველებმა ერთ- ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საინფორმაციო სააგენტო DHA-ზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ბინაში ქალბატონის, მამაკაცის და 7 წლის ბავშვის ცხედრები იპოვა, სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად კი მხუთავი აირით გაგუდვა სახელდება. სამივე გარდაცვლილი ქართველია.

აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის ინფორმაციით კი თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, გუშინ ღამით სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამივე ქალბატონი ქართველია და მათ ყელი აქვთ გამოჭრილი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


ყველა ახალი ამბავი
0