იან კელი: აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს პარტნიორია

გამოწერა
კმაყოფილნი ვართ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ბრალდებების გამოძიება დაიწყო. სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა", - აცხადებს საქართველოში აშშ-ს ელჩი.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik.  აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პარტნიორია, — ნათქვამია საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების საკითხისადმი გავრცელებულ განცხადებაში. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდრაად ალ ჰუსეინმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მცირეწლოვანი მოქალაქეები ევროკავშირის მისიაში მონაწილე ქართველმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს.

დაზარალებულებმა ჯერ კიდევ 2014 წელს უამბეს გაეროს წარმომადგენლებს უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაუპატიურების ფაქტებზე, რომელთაგან სამმა ქართველ ჯარისკაცებს დაადო ხელი. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველო თავისი ჯარისკაცებით ამაყობს

"ვნახეთ ცნობები პრესაში. კმაყოფილნი ვართ, რომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სერიოზულად მოეკიდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების გამოძიება დაიწყო. აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების პარტნიორია. სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა", — აცხადებს საქართველოში აშშ-ს ელჩი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გამოძიების დამთავრებამდე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ჩამოშორებულია ყველა ის პირი, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც იყო 2014 წლის ფაქტების გამოძიება. 

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში 2014 წლის შუა პერიოდიდან მონაწილეობენ. 


ყველა ახალი ამბავი
0