ხელისუფლების ყველა შტოს ნატოს სამიტისათვის ერთიანი პოზიცია ექნება

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნატოს ვარშავის სამიტისათვის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს და გარკვეული ნაბიჯები ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისათვის, განაცხადა პრეზიდენტმა

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს, ნატოს ვარშავის სამიტისათვის მომზადებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ექნება, განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა: მზადება  NATO — ს ვარშავის სამიტისთვის და  თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

„ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კოორდინაცია და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. მიმაჩნია, რომ უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჩვენ ნათლად განვსაზღვრეთ შემდგომი ნაბიჯები და კოორდინაციის პროცესი“, —  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნატო - Sputnik საქართველო
ნატო საქართველოსთან თანამშრომლობის განმტკიცების ღონისძიებებს მოამზადებს

უშიშროების საბჭოს სხდომას საბჭოს ყველა წევრი ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საუბარი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განმტკიცებაზე ნატო-სთან უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით. 

"ასევე, განხილულ იქნა საკითხი ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის თაობაზე. საუბარი იყო ავღანეთში "გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში" ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე. ამ კუთხით თავდაცვის მინისტრს ეთხოვა, რომ მან გააგრძელოს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე", — განაცხადა კვირიკაშვილმა. 


ყველა ახალი ამბავი
0