თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ნატო 2016 წლის ვარშავის სამიტისთვის ყველა იმ კონკრეტულ ღონისძიებას მოამზადებს, რომლებიც საქართველოსთან პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას განამტკიცებს, — აღნიშნეს ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
„ვარშავის სამიტისათვის მზადების კვალდაკვალ, ჩვენ ვსწავლობთ ძალისხმევის გაძლიერების ახალ, პრაქტიკულ გზებს. მათ შორის მოიაზრება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და გაძლიერებული თანამშრომლობა — თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს ჩათვლით“, — ნათქვამია მინისტერიალის კომუნიკეში.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ საქართველო, მაპ–ის ფარგლებში, ნატოს წევრი გახდება.
„დღეს ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების შემადგენლებსა და ასევე ყველა მომდევნო გადაწყვეტილებას. მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ 2008 წლიდან მიაღწია. საქართველოს ალიანსთან ურთიერთობა მოიცავს მისი შესაძლო გაწევრიანებისთვის აუცილებელ ყველა ინსტრუმენტს“, — განაცხადეს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა.