ხუხაშვილი:“ოცნებაც და ნაცმოძრაობაც უმცირესობაში არიან“

© photo: Sputnik / Костис Нтантамис / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები გარდაბანში
არჩევნები გარდაბანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტის ვარაუდით ამომრჩევლის ის 67% რომლებიც არჩევნებზე არ წავიდა სახელისუფლებლო პარტიის ელექტორატი არ არის და აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ ოქტომბერში უკეთესი ვითარება არ ექნება.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. გარდაბნის არჩევნები არ იძლევა იმ პოლიტიკური სურათის დანახვის  შესაძლებლობას, რაც შეიძლება ჩვენ 2016 წლის  საპარლამენტო არჩევნებზე ვიხილოთ,- თვლის ექსპერტი გია ხუხაშვილი. 

„გარდაბნის არჩევნებში ვერ ვიხილეთ პოლიტიკური პროცესი მთლიანად, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას. სამწუხარო რეალობა გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ელექტორატის თვალსაზრისით  უმცირესობაში არიან, რადგან ამომრჩეველი დისტანცირებულია ამ პარტიებისგან“-განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ბრიფინგი ცსკ-ში - Sputnik საქართველო
ცსკ-ს წინასწარი მონაცემებით, გარდაბანში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

ექსპერტის ვარაუდით ამომრჩევლის ის 67%  რომლებიც არჩევნებზე არ წავიდა სახელისუფლებლო პარტიის ელექტორატი არ არის და აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ ოქტომბერში უკეთესი ვითარება არ ექნება. კოალიციას გარდაბნის არჩევნებზე ხმა ადმინისტრაციული რესურსის გარდა, იმ ამომრჩეველმაც მისცა, რომელსაც აქვს ხელისუფლებასთან პრეტენზიები, მაგრამ მიდიან არჩევნებზე, იმიტომ რომ უფრო დიდი პრეტენზიები აქვთ ნაციონალურ მოძრაობასთან. საპარლამენტო არჩევნებზე კი ისინი კოალიციის  ამომრჩევლები არ იქნებიან. გარდაბნის არჩევნებმა ისიც გამოავლინა, რომ არც ხელისუფლებას და არც ნაციონალური მოძრაობას ელექტორატის გაფართოების რესურსი არ აქვს. 

„ჩვენ ზოგადად გვაქვს პოლიტიკური ელიტის კრიზისი და ალტერნატივაც არ ჩანს. ან გამოჩნდება რეალური ალტერნატივა რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო აქტივობის გაზრდას და შესაბამისად ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ან დავრჩებით  იმავე სიტუაციაში რაც გვაქვს დღეს. ანუ დაბალი აქტივობის პირობებში, რაც ვერ უზრუნველყოფს 2016 წლის არჩევნებში სტაბილურ ხელისუფლებას“-განაცხადა ხუხაშვილმა.

დაძაბული არჩევნები გარდაბნის მუნიციპალიტეტში მმართველი კოალიციის კანდიდატის, გოჩა ჯამარაულის გამარჯვებით დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ჯამარაულმა ხმათა 70,15% მოაგროვა. ახლა ჯამარაული გარდაბნის მუნიციპალიტეტს 2017 წლამდე უხელმძღვანელებს.

გარდაბნის რაიონი „ქვეყნის კარიბჭეა“ — სწორედ აქ მდებარეობს აზერბაიჯანთან სასაზღვრო „წითელი ხიდი“ და რკინიგზის საკონტროლო–გამშვები პუნქტი „გარდაბანი“. მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს კი ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ.

ყველა ახალი ამბავი
0