პრემიერი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრების წინადადებით გამოდის

© Страница Facebook Г. Квирикашвилиმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაბანში ადგილობრივი არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, კანდიდატების მომხრეებს შორის სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკებები ფიზიკურ დაპირისპირებასა და ერთმანეთისთვის ქვების სროლაში გადაიზარდა.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გარდაბნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რიგგარეშე არჩევნებზე მომხდარი უწესრიგობის კომენტარისას საპარლამენტო არჩევნების წინ კანონის გამკაცრების წინადადებით გამოდის, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობისთვის მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გოჩა ნემსაძე იყრიდა კენჭს, ხოლო ენმ-იდან — ბესიკ კახაბრიშვილი. 

ბრიფინგი ცსკ-ში - Sputnik საქართველო
ცსკ-ს წინასწარი მონაცემებით, გარდაბანში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა
 

მათი მომხრეები ხუთშაბათს, არჩევნების პერიოდში მთელი დღის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. საარჩევნო უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკებები ფიზიკურ დაპირისპირებაში და ერთმანეთისთვის ქვების სროლაში გადაიზარდა.

„ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული და იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე… მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, იქნებ გადავხედოთ, რას ითვალისწინებს ჩვენი კოდექსი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ მაღალი კულტურის ევროპული ქვეყანაა, აღნიშნა პრემიერმა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ჯამარაულმა ხმათა 70,15% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგ კახაბრიშვილმა — 29,85%. 


ყველა ახალი ამბავი
0