ექსპერტი: ნატო იძულებულია რუსეთთან დიალოგზე წავიდეს

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სპოლტენბერგი რუსეთთან დიალოგის განახლების ინიციატივით გამოდის.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთმა და ნატომ დაძაბულობა უნდა შეასუსტონ და დიალოგი განაახლონ. პოლიტოლოგი ალექსანდრ ხრამჩიხინი დარწმუნებულია, რომ ალიანსი მიხვდა რუსეთთან მიმართებით ამერიკული პოლიტიკის არათანმიმდევრულობას, წერს „Sputnik უზბეკეთი“.

პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ხრამჩინი განმარტავს თუ რასთან არის დაკავშირებული ნატო-რუსეთის სხდომის გამართვის გადაწყვეტილება, რის შესახებაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სპოლტენბერგმა განაცხადა.

 „ნატო ხედავს, რომ მისი პოლიტიკა არანაირ გავლენას არ ახდენს რუსეთის პოლიტიკაზე, და ალიანსი მზად არაა წინ აღუდგეს სამხედრო ურთიერთობებს. განიარაღების რეფორმის გატარების საფუძველზე, მათ არ შეუძლიათ შეიარაღების თავიდან დაწყება. ამიტომ მათთვის აუცილებელია რუსეთთან დიალოგის გამართვა. მათ, უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ აქვთ“, — აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა აღმოსავლეთში ალიანსის წევრი-ქვეყნების საზღვრებთან სამხედრო ძალების ყოფნის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ათსობით შეიარაღებული ჯარისკაცის საზღვრებზე განლაგება, როგორც ცივი ომის პერიოდში იყო, გამორიცხულია. 

ნატო - Sputnik საქართველო
ნატომ საქართველოს თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი აღნიშნა

 „აღმოსავლეთში ნატოს ძალების გაძლიერების შესახებ ინფორმაცია მცდარია. და ისევ განიარაღების რეფორმის მიზეზით“, — დასძინა ხრამჩიხინმა.

სტოლტენბერგს კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. მან მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვის შესახებ პირობა დადო.

შეგახსენებთ, რომ ნატომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობ 2014 წლის 1 აპრილს შეწყვიტა, რის მიზეზიც უკრაინაში განვითარებული მოვლენები იქცა.


ყველა ახალი ამბავი
0