"არაჩვეულებრივი გამოფენისა" და "შერეკილების" ავტორის სახელობის ვარსკვლავი

გამოწერა

თბილისში ცნობილი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი კონოთეატრ „რუსთაველის“ წინ გაიხსნა.

გამოჩენილი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი მისი დაბადების დღეს, 26 იანვარს კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ საქართველოს ექს-პრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

რეჟისორის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც მის დაბადების დღეს 83-ე წლისთავს დაემთხვა, კინოთეატრ „რუსთაველის“ მთავარ დარბაზში შენგელაიას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო საღამო გაიმართა. 

ელდარ შენგელაია - Sputnik საქართველო
ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი ივანიშვილმა გახსნა
  

სტუმრებისთვის ნაჩვენები იყო ნაწყვეტები შენგელაიას კინოფილმებიდან, კადრები მისი ფესტივალებზე მონაწილეობიდან, დაჯილდოების ცერემონიებიდან და პირადი არქივიდან.ღონისძიების დასაწყისში, სანამ დარბაზი სტუმრებით ივსებოდა, შენგელაია სცენაზე, თეთრი ქსოვილით შემოხვეული შეუმჩნევლად, ქანდაკებასავით იჯდა. როგორც კი საღამო დაიწყო, წამყვანმა მას ქსოვილი მოხსნა და შენგელაია თავის მეგობრებსა და კოლეგებს სცენიდან მიესალმა.

ელდარ შენგელაია ავტორია ფილმების: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“,  „შერეკილები“, „თეთრი ქარავანი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0