„დინამოს“ სლოვაკი მწვრთნელი უხელმძღვანელებს

© ФК "Динамо" Тбилисиსლოვაკი მწვრთნელი იურაი იარაბეკი.
სლოვაკი მწვრთნელი იურაი იარაბეკი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი აპირებს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანოს და ყველაფერი გააკეთოს ამ მიზნის მისაღწევად.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik.სლოვაკი მწვრთნელი იურაი იარაბეკი ოფიციალურად არის წარდგენილი საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მწვრთნელის პოსტზე, იტყობინება კლუბის ოფიციალური გვერდი.  

„არ შემეძლო უარი მეთქვა ასეთ კლუბში მუშაობის წინადადებაზე. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია შემოთავაზებულმა პირობებმა და ძალიან ნიჭიერმა და მოტივირებულმა მოთამაშეებმა“, — უთხრა ჟურნალისტებს იარაბეკმა. 

გია გეგუჩაძე - Sputnik საქართველო
გეგუჩაძემ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

„დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე იარაბელი გია გეგუჩაძეს შეცვლის, რომელიც საქარტველოს ახალგაზრდულ ნაკრებს უხელმძღვანელებს. შეთანხმება 53 წლის მწვრთნელსა და თბილისურ კლუბს შორის ერთ წელზეა გათვლილი. 

„ჩემთვის მისაღები მხოლოდ ჩემპიონობაა ეროვნულ პირველობაში. „სპარტაკთან“ ერთად მე ევროპის ლიგაში გავედი. მაგრამ „დინამო“ მე ჩემპიონთა ლიგაზე მინდა გავიყვანო და ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის“, — განაცხადა მწვრთნელმა. 

რაც შეეხება სატრანსფერო კომპანიას, იარაბეკი თავს იკავებს კონკრეტიკისაგან და აღნიშნავს, რომ შეეცდება „დინამო „ კვალიფიციური მოთამაშეებით გააძლიეროს. 

იურაი იარაბეკმა სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როცა „იასლოვსკე-ბოგუნიცეს“ ჩაუდგა სათავეში. 20013 წელს იგი „სპარტაკში“ გადავიდა სადაც ორი წელი ითამაშა. 


ყველა ახალი ამბავი
0