თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. გია გეგუჩაძე საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელობიდან გათავისუფლებულია, — იუწყება რადიო Jako FM.
რადიოსადგურის ინფორმაციით, ეს ფაქტი ფეხბურთის ფედერაციაში დღეისათვის დაგეგმილ აღმასკომის სხდომას უკავშირდება, რომელზეც გეგუჩაძის კანდიდატურა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უნდა განიხილონ.
„დინამო“ გეგუჩაძის კლუბიდან წასვლის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
პორტალმა sport.sme.sk-იმ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი იურაიიარაბეკი გახდება. გამოცემის ცნობით, 53 წლის სპეციალისტი, რომელიც „სპარტაკთან“ მუშაობდა, ქართულ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
დღეს, 26 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი აღმასკომზე განსახილველად დააყენებს კახა ცხადაძის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობიდან გათავისუფლების საკითხს, ვინაიდან მხარეები ფინანსურ თემაზე ვერ შეთანხმდნენ.