ცხადაძე: გადადგომას არ ვაპირებ

© Федерация футбола Грузииკახა ცხადაძე
კახა ცხადაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი გადაწყვეტილებას მიიღებს ცხადაძის გადაყენებაზე, მან უნდა მიიღოს ნახევარი წლის კომპენსაცია 600-700 ათასი ლარის ოდენობით.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთში კახა ცხადაძემ განაცხადა რომ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. 

"მე არ ვაპირებ დავტოვო მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჩემი ნებით". ეს გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. და თუ ეს საკითხი იურიდიულ სიბრტყეში გადავა,  უკვე სხვა ხალხი ჩაერთვება. მე არასოდეს მიმიყენებია შეურაცხყოფა ლევან კობიაშვილისათვის, მაგრამ მან მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. მე არ ვაპირებ მას ვუპასუხო. პირიქით, მინდა მას წარმატებები ვუსურვო და რომ მეტად აღარ დაუშვას შეცდომები“ განაცხადა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე, ტომელსაც ტელეარხი „რუსთავი2“ ტრანსლირებდა. 

ლევან კობიაშვილი (ცენტრში) - Sputnik საქართველო
კობიაშვილი ცხადაძეს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვერ ხედავს

იმ შემთხვევაში, თუ  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი გადაწყვეტილებას მიიღებს ცხადაძის გადაყენებაზე, მან უნდა მიიღოს ნახევარი წლის კომპენსაცია 600-700 ათასი ლარის ოდენობით, იტყობინება "რუსთავი 2". თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ცხადაძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს მიმართოს.

 

სფფ-ს სხდომა, რომელზეც საქართველოს  ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი უნდა გადაწყდეს, 26 იანვრისთვისაა დაგეგმილი. 

როგორც მანამდე მედია იტყობინებოდა, სფფ-ს პრეზიდენტი და ნაკრების მწვრთნელი ფინანსური ანაზღაურების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0