თბილისში მარლის სამედიცინო ნიღბების დეფიციტია

© photo: Sputnik / Евгений Биятовადამიანი სამედიცინო ნიღბით, არქივის ფოტო
ადამიანი სამედიცინო ნიღბით, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის ვირუსი ყოველ 100 ათას მოსახლეზე 332 კაცს აღენიშნება. საქართველოსათვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევაა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. H1N1 ტიპის გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვის ზრდის გამო, თბილისში გაიზარდა სამედიცინო ნიღბებზე მოთხოვნა, რის შედეგადაც აფთიაქებში ამ პროდუქციის დეფიციტი წარმოიშვა. 

დედაქალაქის ბევრმა მცხოვრებმა გაითვალისწინა მედიკოსთა რეკომენდაციები და სამედიცინო ნიღბებს როგორც ვირუსებისაგან თავდაცვის საშუალებას, ტრანსპორტში და ქუჩაში იკრავს, 

GPC-ს სააფთიაქო ქსელში სამედიცინო ნიღბები მხოლოდ ერთ ფილიალშია დარჩენილი — ვორონცოვის მოედანზე.

გრიპის საშიშროება - Sputnik საქართველო
გრიპის გამო თბილისში საბავშვო ბაღები იხურება
 

უახლოეს დღეებში „ავერსის“ აფთიაქებში სადაც ასევე ნიღბების დეფიციტია, ახალი პროდუქცია გამოჩნდება, რომელსაც ანტივირუსული ქმედება ექნება. ახალი ნიღბების ფასი  - 25 თეთრია. 

ამ დროისათვის ვირუსი ყოველ 100 ათას მოსახლეზე 332 კაცს აღენიშნება, განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში. საქართველოსათვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევაა. წლის დასაწყისიდან H1N1-ით გამოწვეული ვირუსის შედეგად სამი მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო 1 — H3N2.


ყველა ახალი ამბავი
0