გრიპის გამო თბილისში საბავშვო ბაღები იხურება

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის საშიშროება
გრიპის საშიშროება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიპის გავრცელების საშიშროების გამო, თბილისის ყველა საბავშვო ბაღში 28 იანვრიდან 1 თებერვლამდე სასწავლო პროცესი შეჩერდა. მანამდე იმავე მიზეზით, საქართველოში 195 სკოლა დაიხურა, მათ შორის 26 თბილისში.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. გრიპის გავრცელების საშიშროების გამო, თბილისის ყველა საბავშვო ბაღში 28 იანვრიდან 1 თებერვლამდე სასწავლო პროცესი შეჩერდა. იტყობინება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. მანამდე  იმავე მიზეზით,  საქართველოში 195 სკოლა დაიხურა, მათ შორის 26 თბილისში. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მოსწავლეები გრიპის სიმპტომებით არ უნდა იყვნენ დაშვებულნი საბავშვო ბარებსა და სკოლებში, აუცილებელია სისტემატურად სველი წესით დალაგება, შენობის განიავება და ჰიგიენური წესების დაცვა.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
H1N1-ის ტიპის გრიპი: სპეციალისტების რეკომენდაციები
 

ამ დროისათვის ვირუსი ყოველ 100 ათას მოსახლეზე 332 კაცს აღენიშნება, განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში. საქართველოსათვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევაა. წლის დასაწყისიდან H1N1-ით გამოწვეული ვირუსის შედეგად სამი მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო 1 — H3N2.


ყველა ახალი ამბავი
0