თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს დანიშნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.
სხდომაზე განხილული იქნება ნატოს სამიტის მზადების საკითხი, რომელიც ივლისში ვარშავაში გაიმართება და ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ანგარიში საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებით.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოსა და ნატოს ურთიერთთანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.
2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო მომავალში ნატოს წევრი გახდება
2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.