ექსპერტი: საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა აუცილებელია

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში კარდინალური პრობლემების გადაჭრის მზადყოფნის გარეშე ქვეყნის მეთაურების შეხვედრა აზრს მოკლებულია.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელობების შეხვედრა ქვეყნებს შორის რთული პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია, მიიჩნევს სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისთვის მზადაა, ასევე არ გამორიცხა სამომავლოდ რუსეთისა და საქართველოს მეთაურების შეხვედრაც. 

სერგეი ლავროვის პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
ლავროვმა მომავალში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა არ გამორიცხა

 „საუბარია ასეთ შესაძლებლობაზე და რა თქმა უნდა, ასეთი შესაძლებლობის უარყოფა არაფრით შეიძლება. უფრო მეტიც, ჩვენი ურთიერთობების სირთულისა და სიმძიმის შემხედვარე, ადრე თუ გვიან ასეთი შეხვედრის ორგანიზება მოგვიწევს, რადგანაც ჩვენს ურთიერთობებში არსებული პრობლემების განხილვის გარეშე ურთიერთობები ვერ მოგვარდება. საქართველოს ინტერესებშია, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. რა თქმა უნდა, რაც მალე — მით უკეთესი“, — განუცხადა პორტალ Sputnik-ს მენაღარიშვილმა.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრისთვის ყველაზე მცირე დაბრკოლებაა, მიიჩნევს დიპლომატი. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად პირობები დაასახელა

„საჭიროა მხარეთა მზადყოფნა ჩვენს ურთიერთობებში არსებული კარდინალური პრობლემების გადასაჭრელად. ამ საკითხების გადაწყვეტის მზადყოფნის, რთული, მაგრამ ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მოძიების გარეშე ამ შეხვედრებს აზრი არ ექნება“, — აღნიშნა მენაღარიშვილმა.

საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უნდა განიხილონ, დარწმუნებულია ექსპერტი.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს, აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებ ადაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობაზე არ წავა.


ყველა ახალი ამბავი
0