თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. გზებზე გართულებული მდგომარეობის გამო, რაც დიდთოვლობითაა გამოწვეული, საქართველოს რეგიონებში — კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, გურიასა და აჭარაში სამი დღით სასწავლო პროცესი ნაწილობრივ შეწყდება.
19 იანვრიდან დიდთოვლობაა საქართველოში. გართულებულია სატრანსპორტო მოძრაობა და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
„გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება“, — ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სამშაბათს გავრცელდა.