საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

© Facebook / Федерация футбола Грузииლევან კობიაშვილი
ლევან კობიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დასაკავებლად ჯერ არავისთან გამართულა და მას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დრო სჭირდება.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა სამშაბათს ორგანიზაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ინიციატივას კახა ცხადაძის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მხარი დაუჭირა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ამასთან, აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა კობიაშვილს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კიდევ ერთი შეხვედრის გამართვის რეკომენდაცია გაუწიეს, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, ფეხბურთის ფედერაციასა და ცხადაძეს შორის კონტრაქტის დარღვევის ფინანსურ მხარეებზე იმსჯელებენ. 

ლევან კობიაშვილი (ცენტრში) - Sputnik საქართველო
კობიაშვილი ცხადაძეს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვერ ხედავს

„მე ჩემიპოზიცია დავაფიქსირე, რომ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელი არ არის. ჩემი გადაწყვეტილება პრესკონფერენციაზეც ვთქვი. მზად ვარ კიდევ ერთხელ შევხვდე და ვისაუბროთ, თუ როგორ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი მოლაპარაკების გზით", — განაცხადა ლევან კობიაშვილმა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ. 

ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი ჰყავს. თუმცა, კობიაშვილის განცხადებით, არცერთ მათგანთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და მას, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, გარკვეული დრო სჭირდება. მარტში საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩი ელოდება წინ და ამ დროისთვის მთავარი მწვრთნელის საკითხი გადაწყვეტილი იქნება, განაცხადა კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა სხდომაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძე დაამტკიცა, რომელიც თბილისის „დინამოს“ ედგა სათავეში.

 „რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. ფაქტობრივად, საუბარია ეროვნული ნაკრების მომავალ ფეხბურთელებზე. ზოგიერთი რამის მოწესრიგება იქნება საჭირო, მაგრამ ახლა დაკონკრეტება არ მინდა“, — განაცხადა თავისი დანიშვნის შესახებ გეგუჩაძემ.


ყველა ახალი ამბავი
0