Oilprice: ნავთობზე დაბალი ფასების გამო მთელს მსოფლიოს რეცესია ემუქრება

© photo: Sputnik / Яков Рюмкинნავთობის მრეწველობა არქივის ფოტო
ნავთობის მრეწველობა არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ეკონომიკის სვლა რეცესიისკენ ჩვეული მოვლენების თანხლებით მიმდინარეობს - წარმოების ტემპების ვარდნა და კორპორაციების შემოსავლების შემცირება, მაგრამ ის, რომ ვარდნის მიზეზები ნავთობზე დაბალი ფასებია - უჩვეულოა, მიიჩნევს Oilprice.com-ის ექსპერტი ჯეიმს ჰამილტონი.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს ახალი რეცესია (ვარდნა ეკონომიკაში) ელოდება და ამჯერად ეს ნავთობზე ფასების ვარდნას უკავშირდება, წერს Oilprice.com-ის ეკონომიკური მიმომხილველი ჯეიმს ჰამილტონი, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

მსოფლიო ეკონომიკა რეცესიისკენ მიცოცავს. ამის ნიშნები ჩვეულებრივ ვლინდება: წარმოების ტემპის ვარდნა, მსყიდველობითი უნარის ინდექსის შემცირება, საკრედიტო სპრედებისა (ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა) და სასაქონლო-მატერიალური აქტივების გაზრდა, კორპორაციების, ინფლაციებისა და კაპიტალდაბანდებების შემოსავლების შემცირებისმოსალოდნელობა. მაგრამ ეს ყველაზე უჩვეულო რეცესიაა — პირველი, რომელიც ნავთობზე ფასების ვარდნამ გამოიწვია“, — წერს იგი.

ანალიტიკოსი აშშ-ის მაგალითზე მსჯელობს, თუ ნავთობზე დაბალი ფასები რატომ მოქმედებს ნეგატიურადბაზარზე. „როდესაც ნავთობზე ფასები ეცემა, აშშ-ის აქციებიც ეცემა. ანუ, სავარაუდოდ, ეს ბაზრისთვის ცუდი ახალი ამბებია და არა — კარგი“, — განმარტა მან.

ამერიკული და რუსული ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
კანადელი ეკონომისტი: მსოფლიოს დეფოლტები წალეკავს

მისი განცხადებით, განსაკუთრებით ძლიერ შთაბეჭდილებას ნავთობზე ფასების დაცემასა და ჩინეთის საფონდო ბირჟის ცოტა ხნის წინანდელ ვარდნას შორის ურთიერთკავშირი ახდენს. ვითარება ჩინეთში, როგორც ჰამილტონი აღნიშნავს, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელსაც, გლობალური რეცესიის შემთხვევაში, ნავთობზე ფასების კიდევ უფრო შემცირება შეუძლია. ამან ამერიკის ნავთობმომპოვებელი შტატები უნდა შეაშფოთოს, მიიჩნევს ის.

ეკონომისტი ყურადღებას ასევე ამახვილებს აშშ-ისთვის უარყოფით ფაქტორზე — უმუშევრობაზე, რომელიც ნავთობზე დაბალ ფასებს უკავშირდება. ჰამილტონის თვალსაზრისით, ნავთობის სექტორისთვის პრობლემური ვითარება უმუშევრობის ზრდის საფრთხეს შეიცავს, თანაც, ეს არ ეხებათ მხოლოდ მრეწველობის დარგში დასაქმებულ ადამიანებს. საუბარია, მათ შორის, მათზეც, ვინც ნავთობის სექტორის მომსახურე სერვისის ყველა სამსახურში მუშაობს, ასევე ამ სერვისებისთვის საქონლის მიმწოდებლებზე.

ფინანსური არასტაბილურობის ახალი ტალღის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, მთელს მსოფლიოს ემუქრება, დავოსის ეკონომიკური ფორუმის წინ გაფრთხილებით უილიამ უაიტი გამოვიდა, რომელმაც თავის დროზე 2008 წლის კრიზისი იწინასწარმეტყველა. მისი აზრით, კერძო და სახელმწიფო ვალების ზრდის გამო მსოფლიოს დეფოლტების ტალღა გადაუვლის.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0