საქართველო და ჩინეთი მოლაპარაკებებს თავისუფალ ვაჭრობაზე თებერვლის ბოლოს დაიწყებენ

© Личный архив Михаила Айдиноваჩინეთი
ჩინეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინურ მხარესთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს განსაკუთრებული შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი ექნება ქვეყნებთან, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2,2 მლრდ ადამიანზე მეტია.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ თებერვლის ბოლოს არის დაგეგმილი, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2015 წლის დეკემბერში, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის დროს მოაწერა ხელი.

თბილისი - Sputnik საქართველო
ჩინური კომპანია საქართველოში რამდენიმე ფაბრიკის აშენებას გეგმავს

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოდან ჩინეთში ექსპორტს, მათ შორის ღვინის ექსპორტს, მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

ჩინურ მხარესთან შეთანხმებაზე საბოლოო ხელმოწერის შემდეგ საქართველოს განსაკუთრებული შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი (პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი) ექნება ქვეყნებთან, რომელთა საერთო მოსახლეობა 2,2 მლრდ ადამიანზე მეტია.

გასული წლის ბოლოს „აბრეშუმის რკინიგზა“ ამოქმედდა. ტვირთის ჩინეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით ტრანსპორტირება ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობისა და მასში რკინიგზის როლის გამოხატვისა საუკეთესო საშუალებაა, მიაჩნიათ საქართველოს მთავრობაში.

„აბრეშუმის გზა“ უძველესი სავაჭრო გზაა, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიის გავლით საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა.ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობის იდეა, რომელმაც ჩინეთი ევროპის ქვეყნებს უნდა დაუკავშიროს და აზიასა და აფრიკასთან თანამშრომლობა გაამყაროს, 2013 წელს ჩინეთის მეთაურმა სი ცზინპინმა წამოაყენა. 


ყველა ახალი ამბავი
0