თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ქართველ ავტომფლობელებს გზების დეპარტამენტი მანქანებზე ზამთრის საბურავების დაყენებას და გზებზე არსებული რეჟიმის დაცვას ურჩევს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია მოძრაობა აჭარის, გურიისა და კახეთის საავტომობილო გზებზე. ამ დროისათვის გზებზე მოქმედებს 100 პუნქტი, სადაც მობილიზებულია სპეციალისტები და ტექნიკა, იტყობინება რეგიონალური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამ დროისათვის ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია გადაადგილება გუდაური-კობის ავტომაგისტრალის მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე, საქართველო- რუსეთის სახმელეთო საზღვრის მიმართულებით. იმავე ავტომაგისტრალის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, გადაადგილება ნებადართულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ისევე როგორც გომბორის უღელტეხილზე.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისმოძრაობა აკრძალულია: რიკოთის უღელტეხილზე, ნაქერალას უღელტეხილზე, თბილისის შემოსავლელ გზაზე და ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე.