ინტენსიური თოვის გამო საქართველოს გზებზე სატრანსპორტო შეზღუდვებია

© http://georoad.ge/გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთი, არქივის ფოტო
გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტენსიური თოვის შედეგად ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური–კობის მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის შედეგად ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იტყობინება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთებზე თავისუფალია.

ამ დროისათვის ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, თბილისის შემოსავლელი გზის კმ12-კმ27 მონაკვეთზე  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ზამთარი საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა მინუს ათ გრადუსამდე დაეცეს

დიდთოვლობის მიერ გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.

საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს დაწესებული სატრანსპორტო რეჟიმის შესრულებას. 


ყველა ახალი ამბავი
0