საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა მინუს ათ გრადუსამდე დაეცეს

© Страница Facebook Минсельхозя Грузииზამთარი საქართველოში
ზამთარი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში 27 იანვარს ტემპერატურა შესაძლოა მინუს ათ გრადუსამდე დაეცეს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში თოვლსა და ყინვას პროგნოზირებენ. ზოგ რაიონში ყინვამ შესაძლოა 10 გრადუსს მიაღწიოს, — იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“ გარემოს ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით. 

თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისი თოვლისგან საგანგებო რეჟიმში იწმინდება
   

24 და 25 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე თოვს. დასავლეთ საქართველოს ბარში მინუს 1 გრადუსია ღამით, დღისით კი პლუს 3. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ღამით –8, დღისით –5 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით –3, დღისით +3გრადუსი იქნება, მთებში კი ღამით –9, დღისით — მინუს 6 გრადუსი.

„თოვა იქნება 25 იანვარს. ხოლო 27 იანვრიდან მთელ საქართველოში, როგორც ბარში, ისე მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ყინვა. დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა რაიონებში მინიმალური ტემპერატურა მინუს 7 გრადუსია. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ტემპერატურა შესაძლოა მინუს 10 გრადუსამდე დაიწიოს“, — განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ ტელეკომპანიის ეთერში.

არამდგრადი ამინდი საქართველოში თვის ბოლომდე გაგრძელდება.    


ყველა ახალი ამბავი
0