თბილისი თოვლისგან საგანგებო რეჟიმში იწმინდება

© photo: Sputnikთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისსა და მის შემოგარენში ღამით გზების გამწმენდი ტექნიკა მობილიზდა. გზებზე დაიყარა ტექნიკური მარილი.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზების გაწმენდაზე მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს, — ნათქვამია ქალაქის მერიის განცხადებაში. 

ამ დროისათვის თბილისში კვლავ თოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით 1 გრადუსი იყო, დღისით კი +2 გრადუსია. ორშაბათს დედაქალაქში ღამით –2 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, დღისით კი –1. 

„თბილისსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, იწმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი, აღნიშნული პროცესი ამ ეტაპზეც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, — აღნიშულია განცხადებაში. 

ამ დროისათვის თბილისში მოძრაობა შეზღუდული არ არის. კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ საზაფხულო საბურავებიანი ტრანსპორტით მოძრაობისგან. 

პრობლემის შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას ტელეფონზე: 2 61 90 50.

ყველა ახალი ამბავი
0