თბილისის სკოლები გარემონტდება

© photo: Sputnik / Бесик Пипияსკოლის მოსწავლეები
სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი მიზანად ისახავს სასწავლო გარემოსა და სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ასევე, ხარჯების შემცირების მიზნით, ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიღწევას.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) ფინანსური დახმარებით თბილისის ყველა სკოლა გარემონტდება, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მრჩეველებთან ერთად პროექტთან დაკავშირებული ფინანსური და ტექნიკური დეტალები განიხილეს.

თამარ სანიკიძე - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო სკოლებს პრევენციული ღონისძიებების გატარებას ავალდებულებს

პროექტი მიზანად ისახავს გააუმჯობესოს სასწავლო გარემო და სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება, ასევე, ხარჯების შემცირების მიზნით, მიაღწიოს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
პროექტის ღირებულებაა 22 მლნ ევრო, საიდანაც 6 მლნ-ს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი გამოყოფს.

უახლოეს მომავალში საქართველოს საერთაშორისო კომპანია ეწვევა, რომელიც შეაფასებს პროექტს, რის შემდეგაც სკოლების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0