სომხეთში ციკლონმა ძლიერი ყინვა გამოიწვია

© photo: Sputnik / асатур Есаянцერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ ღამეს სომხეთის მთელ ტერიტორიაზე დიდი თოვლი მოვიდა, ზოგან ნალექის მთელი თვის ნორმა დაფიქსირდა, მთაში 28 იანვრის ღამეს ტემპერატურა მინუს 30 გრადუსამდე დაეცემა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. სომხეთისკენ მიმართული მძლავრი ციკლონი ძლიერი ყინვის მიზეზი გახდება, განუცხადა პორტალ „Sputnik სომხეთს“ სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის მეტეოროლოგიური პროგნოზების განყოფილების უფროსის მოადგილე გაგიკ სურენიანმა.

„ციკლონის გავლენა 26 იანვრის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება, ხოლო ყველაზე ცივი დღე 28 იანვარს იქნება, მთებში ღამით ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუს ყინვამდე დაეცემა“, — განაცხადა მან.

სურენიანის თქმით, ერევანსა და არარატის ველზე ჰაერის ტემპერატურა მინუს 15-17 გრადუსამდე დაეცემა.

გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ინტენსიური თოვის გამო საქართველოს გზებზე სატრანსპორტო შეზღუდვებია

ჯერმუკში თოვლის საფარის სიმაღლე 87 სანტიმეტრს აღწევს, რაზდანში — 86 სმ-ს, აპარანში — 65-ს, ქაჯარანში — 63-ს. მთიან რაიონებში ამჟამად ქარბუქი და ძნელი ხილვადობაა.

ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. მთიან რაიონებში 16-17 გრადუსი ყინვაა, ერევანში ამჟამად მინუს 4 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ციკლონის მოქმედება ხვალ, დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. დღეს და სამშაბათს, დღის პირველ ნახევარში სომხეთის მთელ ტერიტორიაზე თოვა გაგრძელდება, მთებში ქარბუქია მოსალოდნელი.
29 იანვრიდან სინოპტიკოსები დათბობას პროგნოზირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0