ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ ნავთობზე ფასები იზრდება

© photo: Sputnik / Виктор Филатовნავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დილით „ბრენტის“ მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსების ფასი ერთ ბარელზე 33.20 დოლარამდე აიწია, ხოლო WTI–ის მარკის ნავთობზე—–32,42 დოლარი ერთ ბარელზე.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ნავთობის ფასები ორშაბათს დადებით დინამიკას აჩვენებს, ვინაიდან ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი და იაპონიის ბანკი ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებით ღონისძიებებს გაატარებენ, რაც ნავთობის ბაზარზე არსებული გლობალური სიჭარბის ფონზე ნავთობზე მოთხოვნას გაზრდის.
თბილისის დროით დილის 08.49 საათზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ნარევების მარტის ფიუჩერსების ღირებულება 1,08%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 33,20 დოლარი შეადგინა, ხოლო ხოლო WTI–ის მარკის ნავთობზე — 32,42 დოლარი ერთ ბარელზე.


საწვავი, ბენზინი. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
აფბა:„მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება ლარზე ნეგატიურად აისახება“
გასულ კვირას ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ რეგულატორმა მარტის სხდომაზე შესაძლოა შეცვალოს თავისი ფულად–საკრედიტო პოლიტიკა. ეს დაკავშირებულია ევროზონაში ინფლაციის  სუსტ დონესთან. მისი თქმით, ევროპის ცენტრალურ ბანკს  სამოქმედოდ აქვს „ძალაუფლება, სიმტკიცე და მზადყოფნა“. ამის ფონზე ინვესტორთა შორის გაიზარდა იმედი იმისა, რომ 28 იანვრის სხდომაზე იაპონიის ბანკი ეკონომიკის მხარდასაჭერად დამატებით ზომებს მიიღებს.
„პრობლემა (ნედლეულის) მოთხოვნაზე — ეს არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაშფოთებს“, — განუცხადა „ფრანს პრესს“ CMC Markets–ის მთავარმა საბაზრო სტრატეგმა სიდნეიში მაიკლ მაკარტიმ. ამის თაობაზე წერს სააგენტო „რია ნოვოსტი“.
თუმცა  ზოგი ანალიტიკოსი ძველებურად შიშობს, რომ შავი ოქროს“ ფასები ისევ დაიწევს, ვინაიდან ბაზარი უახლოეს თვეებში ირანულ ნავთობს ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0