სირიის არმია ქალაქ არ–რაბიას აკონტროლებს

გამოწერა
პროვინცია ლატაკიის ქალაქ არ–რაბიასა და სოფელ არ–რაუდას, ტერორისტების ლიკვიდაციისა და მათი შეიარაღების განადგურების შემდეგ, კვლავ სირიი არმია აკონტროლებს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სირიის არმიამ, მეამბოხეთა რაზმების მხარდაჭერით, ქალაქი არ–რაბია ტერორისტებისგან გაათავისუფლა და ახლა კვლავ აკონტროლებს მას, — იუწყება „რია ნოვოსტი“ სირიის ეროვნულ სააგენტო SANA–ზე დაყრდნობით. 

სირია - Sputnik საქართველო
ოპერაცია სირიაში: უთანხმოება გამარჯვებას აყოვნებს
 

„არმიის რაზმებმა, მეამბოხეთა ჯგუფების მხარდაჭერით, ტერორისტების ლიკვიდაციისა და მათი შეიარაღების განადგურების შემდეგ, კონტროლქვეშ აიყვანეს ჩრდილოეთ პროვინცია ლატაკიის ქალაქი არ–რაბია და სოფელი არ–რაუდა“, — განუცხადა სააგენტოს სამხედრო წყარომ.   

შეგახსენებთ: სირიაში 2011 წლის მარტიდან გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი სამთავრობო ჯარებსა და სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციათა ბოევიკებს შორის. 

 

ყველა ახალი ამბავი
0