ირანმა თურქული საქონლის რუსეთში რეექსპორტი აკრძალა

© photo: Sputnikთეირანი
თეირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის სავაჭრო უწყების წარმომადგენლის თქმით, შესაბამისი ღონისძიება თურქეთსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ირანელი მეწარმეების უსაფრთხოებისათვის გატარდა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ირანის ვაჭრობის მინისტრმა მოჰამად რეზა ნემათზადემ (Mohammad Reza Nematzadeh) რუსეთში თურქული საქონლის რეექსპორტის აკრძალვის განკარგულება გამოსცა, — იუწყება „რია ნოვოსტი“ სააგენტო  IRNA–ზე დაყრდნობით. 

საპროტესტო აქცია მოსკოვში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
ექსპერტები თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე: ზარალი რუსეთისთვის მინიმალურია

შესაბამისი ღონისძიება თურქეთსა და რუსეთს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე ირანელი მეწარმეების უსაფრთხოებბსიათვის გატარდა, აღნიშნა ირანის სავაჭრო უწყების წარმომადგენელმა.  

„ირანელი მოვაჭრეების მიერ თურქული საქონლის რეექსპორტი ირანის საექსპორტო ნორმებთან წინაარმდეგობაშია“, — ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც, თავის მხრივ, უწყების ოფიციალურ წარმომადგენელს ეყრდნობა.   

ყველა ახალი ამბავი
0