პოლიციის ცნობით, კიშინიოვის ცენტრში 11 ათასი მომიტინგეა შეკრებილი

© photo: Sputnik / Miroslav Rotariსაპროტესტო აქცია კიშინიოვში
საპროტესტო აქცია კიშინიოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიშინიოვის ცენტრისკენ მიმავალ ადამიანებს ხელში თეთრი ქრიზანთემები უჭირავთ, რითაც პროტესტის მშვიდობიან ხასიათს უსვამენ ხაზს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე, სადაც მემარცხენე ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, პოლიციის ინფორმაციით, 11 ათასი ადამიანია თავმოყრილი, — იუწყება „რია ნოვოსტი“. 

მანიფესტაციის ორგანიზატორები კი ირწმუნებიან, რომ საპროტესტო აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანია გასული. 

პარლამენტის შტურმი კიშინიოვში - Sputnik საქართველო
კიშინიოვში საპროტესტო აქციებისას 15 ადამიანი დაშავდა

მომიტინგეებს ხალხი კიდევ ემატება. კიშინიოვის ცენტრისკენ მიმავალ ადამიანებს ხელში თეთრი ქრიზანთემები უჭირავთ, რითაც პროტესტის მშვიდობიან ხასიათს უსვამენ ხაზს. მიტინგზე არ ჩანს პარტიული სიმბოლიკა. ისმის შეძახილები: „ვადამდელი არჩევნები!“ „ჩვენ ვართ ხალხი!“, ჩვენ ვართ ძალა!“. 

„ოცი წლის განმავლობაში პირველად გავერთიანდით ყველა. ჩვენი პობლემა ისაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყოფოდით პრორუმინელებად, პრორუსებად და ასე შემდეგ. ჩვენ ძლიერები ვართ, სანამ ერთად ვიქნებით.  ჩვენი გაერთიანება იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია გავიმარჯვოთ და მოქმედი ხელისუფლებაგადავაყენოთ. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. თუმცა არჩევნები ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს. მოლდოვას ძლიერი პრეზიდენტი სჭირდება. ამისთვის კი საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი“, — განაცხადა სოციალისტების ლიდერმა იგორ დოდონმა.  

 

ყველა ახალი ამბავი
0