იაპონიის სუბტროპიკულ კუნძულზე მოთოვა

© photo: Sputnik / Alexander Yurev / გადასვლა მედიაბანკშიიაპონია
იაპონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხრეთულ კუნძულ კიუსიუზე, ქალაქ ნაგასაკიში, სადაც თოვლი იშვითობაა, რეკორდული რაოდენობის 16 სმ ნალექი მოვიდა, ხოლო კაგოსიმაში — 10 სმ.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. პირველად 115 წლის განმავლობაში კუნძულ ამამი–ოსიმაზე თოვლი მოვიდა, — იუწყება მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტო.  

დიდთოვლობა ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
შეერთებულ შტატებში დიდთოვლობას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლოს ამ კუნძულზე 1901 წლის 12 თებერვალს მოთოვა. ქალაქ ნაგასაკიში, სადაც თოვლი იშვითობაა,  რეკორდული რაოდენობის 16 სმ ნალექი მოვიდა, ხოლო კაგოსიმაში — 10 სმ. 

იაპონიის უკიდურეს სამხრეთ პრეფექტურა ოკინავაში ყინვის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა — 4.6 გრადუსი ცელსიუსით. ქალაქ ფუფუოკაში ერთმანეთს 11 ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულები.  

დიდთოვლობის გამო ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთი ქალაქების მიმართულებით 166 ავიარეისი გადაიდო. 

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ დიდთოვლობა ორშაბათამდე გაგრძელდება. ისინი იაპონიის სამხრეთ–დასავლეთში დღე–ღამეში 30–100 სმ თოვლის მოსვლას ვარაუდობენ. 

ყველა ახალი ამბავი
0