შეერთებულ შტატებში დიდთოვლობას 18 ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Денис Ворошилов / გადასვლა მედიაბანკშიდიდთოვლობა ვაშინგტონში
დიდთოვლობა ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო მდგომარეობა 11 შტატშია გამოცხადებული, ვაშინგტონში კი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. ამერიკის დედაქალაქის, ნიუ–ჯერსისა და ნიუ–იორკის მთავრობები მოსახლეობას შინიდან გასვლას არ ურჩევენ.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. დიდთოვლობით გამოწვეულ ინციდენტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 ადამიანი ემსხვერპლა, — იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშეითედ პრესზე“ დაყრდნობით. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი იყო 13 ადამიანი. შაბათს კი ნიუ–იორკში კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა თოვლისგან ქუჩების გაწმენდისას, ხოლო ვირგინიაში ორი კაცი გაიყინა. 

დიდთოვლობაში აშშ–ის 90 მლნ მცხოვრებია მოყოლილი. 

ამერიკის 11 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვაშინგტონში კი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. ამერიკის დედაქალაქის, ნიუ–ჯერსისა და ნიუ–იორკის მთავრობები მოსახლეობას შინიდან გასვლას არ ურჩევენ. 

ამ დროისათვის თოვლის საფარის სიმაღლე ბევრ რეგიონში 70 სმ–ს აღწევს. დაახლოებით 200 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  


ყველა ახალი ამბავი
0