ტაილანდში კორონავირუს MERS–ის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Ygor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიეპიდემია
ეპიდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვირუსი განსაკითრებით საშიშია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სუსტი იმუნიტეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადება, დიაბეტი და თირკმლის უკამრისობა აქვს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ტაილანდში ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომით (კორონავირუსი) MERS დასნებოვნების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით. 

ვირუსი შაბათს 71 წლის ომანელ მამაკაცს აღმოუჩინეს, რომელიც ბანგკოკში პარასკევს ჩავიდა, — განუცხადეს „როიტერს“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში. 

კორეა - Sputnik საქართველო
სამხრეთ კორეამ დე–ფაქტო განაცხადა, რომ კორონავირუსი MERS შეჩერდა

მანამდე კორონავირუსით ერთადერთი დასნებოვნებული 75 წლის, ასევე ომანელი ბიზნესმენი გახლდათ, რომელიც ბანგკოკის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში გადაიყვანეს და კარანტინში მოათავსეს. ბიზნესმენი გამოჯანმრთელდა. 

სავარაუდოდ, ვირუსის გავრცელებას ყველაზე მეტად არაბეთის ნახევარკუნძულის ბინადარი აქლემები უწყობენ ხელს და ამიტომ დაავადებას მეორენაირად „აქლემის გრიპსაც“ უწოდებენ. 

ვირუსი განსაკითრებით საშიშია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სუსტი იმუნიტეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადება, დიაბეტი და თირკმლის უკამრისობა აქვს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ უკანასკნელი შემთხვევების გამოკლებით, მანამდე მსოფლიოში კორონავირუს MERS–ით დასნებოვნების 1.626 შემთხვევა იყო გამოვლენილი. დაავადება მსოფლიოს 26 ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა დაავადებულთა დიდი უმეტესობა საუდის არაბეთზე მოდის. 


ყველა ახალი ამბავი
0