მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სამხრეთ კორეამ დე–ფაქტო განაცხადა, რომ კორონავირუსი MERS შეჩერდა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიკორეა
კორეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხრეთ კორეა კორონავირუსის დასრულების თაობაზე განცხადებას აგვისტოში გააკეთებს — უკანასკნელი დაავადებული პაციენტის განკურნებიდან 28 დღის შემდეგ, თქვა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ქვან გიო ანამ.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ დე–დაქტო განაცხადა, რომ ქვეყანაში ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის აფეთქება დასრულდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„შევაფასეთ რა ვითარება, სამედიცინო პერსონალი და ხელისუფლება მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანებს ღელვის მიზეზი აღარ აქვთ“, — ციტირებს სააგენტო „რიონჰაპი“ სამხრეთ კორეის პრემიერ–მინისტრს.

„ბოდიშს ვუხდი ყველას განცდილი შფოთისა და შექმნილი უხერხულობისათვის“, — აღნიშნა ქვან გიო ანამ.

სამხრეთ კორეა კორონავირუსის დასრულების თაობაზე განცხადებას აგვისტოში გააკეთებს — უკანასკნელი დაავადებული პაციენტის განკურნებიდან 28 დღის შემდეგ, როგორც ამას მსოფიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტები მოითხოვს. 

ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის კორონავირუსს არ ახასიათებს განსაკუთრებული სიმპტომები. ვირუსი მეტად საშიშია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სუსტი იმუნიტეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადება, დიაბეტი და თირკმლის უკამრისობა აქვს. კორონავირუსის ვაქცინა  არ არსებობს. 

სამხრეთ კორეაში კორონავირუსმა მიმდინარე წლის 20 მაისს იფეთქა. სულ დაავადდა 186 ადამიანი, რომელთაგან 36 გარდაიცვალა. ამ დროისათვის საავადმყოფოში 12 კაცი რჩება. საკარანტინო რეჟიმში 16,7 ათასი ადამიანი მოჰყვა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 24 ივლისისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დასნებოვნების 1374  შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაცვლილია 490 ადამიანი.  MERS–ის გართულებით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ სამხრეთ კორეაში 18,1%, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 40% შეადგინა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0